среда, 16 марта 2011 г.

საოცარი ჩიპო


       განა ასე შეიძლება? განა უსამართლობა არ არის ჩიპოსთანა მშვენიერი ძაღლი ქუჩაში დაყიალობდეს? აი კიდევ ერთხელ ჩაიბუყბუყა საბრალოს კუჭმა. რა ქნას? მაწანწალა ძაღლისთვის არავინ იმეტებს ერთ ნაჭერ პურს .
       ეხ!ჩიპო შურიანია . დიახ შურიანი . თქვენ , რომ ძაღლი ყოფილიყავით , თანაც ასეთი უპატრონო აუცილებლად თქვენც მისნაირი იქნებოდით . ჩიპოს მხოლოდ აუტანელი , ქედმაღალი ძაღლები არ უყვარს და შურს მათი იმიტომ ,რომ ყოველ იმათგანს აქვს საკუთარი ეზო-კარი , ამიტომაც დადიან ცხვირაბზუებულები. ჩიპო განსაკუთრებით სახლის ძაღლებს ვერ იტანს.

გადავწყვიტე

ახლა 15 წლის ვარ და შეიძლება ბლოგის წერა სულაც არ გამომდის , მაგრამ მაინც მინდა წერა გავაგრძელო და სათქმელ-სალაპარაკო , რომ გამომელია გადავწყვიტე ჩემი ძველი მოთხრობა გაგიზიაროთ, რომელიც 12 წლის ,რომ ვიყავი მაშინ დავწერე . იმედია კრიტიკულად არ შემაფასებთ, პატარა ვარ ჯერ:)


пятница, 11 марта 2011 г.

როცა უსასრულობაში ვიძირები...

ადრეც მითქვამს , რომ ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა.ყოველი წიგნი მართლაც,რომ მცირეოდენი(ან უდიდესი)სიბრძნის მატარებილია. ალბათ არ არსებობს უშინაარსო,სულელური წიგნი,მაგრამ ჩვენ ზოგჯერ თავის გასამართლებლად (რადგან გვირჩევნია წიგნი გაილანძღოს ვიდრე ჩვენ) ვტყუით და ვამბობთ-უი ეგ რა სულელური წიგნია,არ გირჩევ მაგის წაკითხვას და ასშ.
როცა წიგნს ვკითხულობ მთლიანად ვიძირები უსასრულობის ბურუსში . ვცდილობ ფანტაზიის უნარი მოვიშველიო და წარმოვიდგინო ის რაც წიგნში წერია. ასე რომ, მე უამბრავჯერ განმიცდია დიდი გასაჭირი, ვყოფილვარ ჯადოსნურ სამყაროებში , დამიმარცხებია ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი და კიდევ ვინ იცის რა გადამხდება თავს ,როცა სხვა წიგნების კითხვას შევუდგები.

вторник, 8 марта 2011 г.

ოხ ეს ტყუილები

დღეს სერიოზულად დავფიქრდი ოდესმე დიდი ტყუილი თუ მითქვამს და აღმოჩნდა,რომ არა. არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად არ მიყვარს ტყუილები და მატყუარა ადამიანებს ხო საერთოდ ვერ ვიტან.რა საცოდაობაა როცა იტყუებიან უაზროდ, ყოველთვის. ზოგიერთი კი ცხოვრებასაც ტყუილზე აგებს
ისეთი ხასიათი მაქვს დღეში 2 პაწაწუნა ტყუილს ძლივს თუ მათქმევინებ . მაგრამ ხომ არის შემთხვევები როცა ტყუილიც საჭიროა?მაგალითად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაგიტყდა და არ გინდა უფროსებმა გაიგონ. ნუწუ არც აქ გამოვდგები. ისე მეჯავრება ტუილები , რომ მირჩევნია სიმართლე ვთქვა და მომხვდეს ვიდრე ვიცრუო და მერე მომხვდეს. და სართოდ რა შუაში იყო ეს ფოტო აქ?

понедельник, 7 марта 2011 г.

წიგნები

წიგნებს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავიათ.ძალიან მიყვარს მათი კითხვა , განსაკუთრებით თუ საინტერესოა(აბა უინტერესოს მივაგდებ ხოლმე)ხოდა გადავწყვიტე ერთი ბლოგი წიგნებზე დამეწერა.დავიწყებ წიგნებით რომელიც წავიკითხე და მომეწონა

1-შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი''მართლა საყვარელი რომანია
2-ჰენრი რაიდერ ჰაგარდის''სოლომონ მეფის საგანძური'' ეს წიგნი ალბათ ერთერთი გამორჩეული წიგნია სათავგადასავლო წიგნებს შორის.
3-აგათა კრისტის''ბოლო სიკვდილია'' ჩემი საყვარელი დეტექტივი
4-კონსტანტინე გამსახურდიას''დიდოსტატის მარჯვენა''წიგნი რომლის დიადება მხოლოდ ბოლომდე წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე
5-ჯეკ ლონდონი''მარტინ იდენი''
და კიდევ უამბრავი წიგნია რომელიც მომწონებია მაგრამ ახლა მეზარება. წიგნები რომელიც წავიკითხე და ისე რა მომეწონა;
1-გაბრიელ გარსია მარკესი ''მარტოობის 100 წელიწადი''უბრალოდ ვინ ვისი შვილი იყო ის ვერ გავიგე
2-პაოლო კოელიოს ''11 წუთი''
მოკლედ წასაკითხი კიდევ ბევრია და თუ ვინმე კარგ წიგნს მირჩევს მადლობელი დავრჩები:)

პირველი პოსტი დაღლილ ბლოგზე

იმდენი ბლოგი წავიკითხე , რომ  ბოლოს ახირებად მექცა მეც მქონოდა ჩემი ბლოგი. არ ვიცი როგორ დავწერ,რას დავწერ''აზრზე არ ვარ'' , მაგრამ მაინც მინდა, რომ ვწერო, ვწერო თუნდაც სისულელე.


დღეს 8 მარტია ქალთა დღე და რადგან მეც ამ სქესის წარმომადგენელი ვარ ასე თუ ისე მიხარია. (რა მიხარია კაცმა არ იცის)
ქალი ლამაზი და ნაზი არსებაა, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, ჰოდა დაე იყოს ჩემს ბლოგზე  ზოგიერთი ლამაზი ქალის ფოტო