среда, 16 марта 2011 г.

საოცარი ჩიპო


       განა ასე შეიძლება? განა უსამართლობა არ არის ჩიპოსთანა მშვენიერი ძაღლი ქუჩაში დაყიალობდეს? აი კიდევ ერთხელ ჩაიბუყბუყა საბრალოს კუჭმა. რა ქნას? მაწანწალა ძაღლისთვის არავინ იმეტებს ერთ ნაჭერ პურს .
       ეხ!ჩიპო შურიანია . დიახ შურიანი . თქვენ , რომ ძაღლი ყოფილიყავით , თანაც ასეთი უპატრონო აუცილებლად თქვენც მისნაირი იქნებოდით . ჩიპოს მხოლოდ აუტანელი , ქედმაღალი ძაღლები არ უყვარს და შურს მათი იმიტომ ,რომ ყოველ იმათგანს აქვს საკუთარი ეზო-კარი , ამიტომაც დადიან ცხვირაბზუებულები. ჩიპო განსაკუთრებით სახლის ძაღლებს ვერ იტანს.

Комментариев нет:

Отправить комментарий