пятница, 11 марта 2011 г.

როცა უსასრულობაში ვიძირები...

ადრეც მითქვამს , რომ ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა.ყოველი წიგნი მართლაც,რომ მცირეოდენი(ან უდიდესი)სიბრძნის მატარებილია. ალბათ არ არსებობს უშინაარსო,სულელური წიგნი,მაგრამ ჩვენ ზოგჯერ თავის გასამართლებლად (რადგან გვირჩევნია წიგნი გაილანძღოს ვიდრე ჩვენ) ვტყუით და ვამბობთ-უი ეგ რა სულელური წიგნია,არ გირჩევ მაგის წაკითხვას და ასშ.
როცა წიგნს ვკითხულობ მთლიანად ვიძირები უსასრულობის ბურუსში . ვცდილობ ფანტაზიის უნარი მოვიშველიო და წარმოვიდგინო ის რაც წიგნში წერია. ასე რომ, მე უამბრავჯერ განმიცდია დიდი გასაჭირი, ვყოფილვარ ჯადოსნურ სამყაროებში , დამიმარცხებია ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი და კიდევ ვინ იცის რა გადამხდება თავს ,როცა სხვა წიგნების კითხვას შევუდგები.

Комментариев нет:

Отправить комментарий